უმაღლესი შეფასება ორივე გუნდში | კაშიამ სლოვანს რაიოსთან მოაგებინა
კონფერენს ლიგის მე-4 ტურში ბრატისლავის სლოვანმა რაიო ვალეკანოს უმასპინძლა და მეტოქე 2:1 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ სლოვაკურ კლუბს, ამ ტურნირზე, სამივე მატჩი წაგებული ჰქონდა და ესპანელებთან პირველი 3 ქულა ჩაიწერეს.
დიდებული შეხვედრა ჩაატარა საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ, რომელმაც სლოვანის რიგებში სრულად ითამაშა და რაიოს გამათანაბრებელი გოლი სწორედ მან გაუტანა. მიმდინარე სეზონში, ზოგადად ყველა ტურნირზე, ეს ქართველის პირველი საგოლე მოქმედებაა. კაშიამ უმაღლესი შეფასება დაიმსახურა ორივე გუნდის შემადგენლობაში - WHOSCORED-ისა და SOFASCORE-ის მიხედვით, მისი შეფასება 8.3-დან 8.5-დე მერყეობს.
სლოვანი 3 ქულით მხოლოდ 30-ე ადგილზეა და დარჩენილ 4 მატჩში, მინიმუმ ის მაინც უნდა სცადოს, რომ პლეი ინის ზონაში (საუკეთესო 24-ში) მოხვდეს.
FULLTIME | 2:1 @RayoVallecano #belasimajstri #spolusmeslovan pic.twitter.com/Wzqr5RGt37
— ŠK Slovan Bratislava (@SKSlovan) November 27, 2025