"იბერია 1999 სათანადოდ უნდა დავაფასოთ" - იაგიელონიას ფეხბურთელი
იბერია 1999 ევროპა ლიგის 2026/27 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში, პოლონურ იაგიელონიას დაუპირისპირდება. წყვილს შორის პირველი მატჩი 20 აგვისტოს პოლონეთში, ხოლო საპასუხო დაპირისპირება 27 აგვისტოს, საქართველოში შედგება.
მატჩის ნებისმიერი შედეგით დასრულების მიუხედავად, ქართულ კლუბს, რომელიმე ევროტურნირზე თამაში გარანტირებული აქვს - იბერია 1999 მოგების შემთხვევაში ევროპა ლიგაზე, ხოლო წაგების შედეგად კონფერენს ლიგაზე იასპარეზებს.
მატჩამდე იაგიელონიას ესპანელმა ლეგიონერმა, ხესუს იმაზმა კომენტარი გააკეთა და აშნიშნა, რომ უფლება არ აქვთ იბერია 1999 სათანადოდ არ დააფასონ.
პირველ რიგში არჩეული გზიდან არ უნდა გადაგვეხვია და ჩვენი თამაში გვეთამაშა. დავამარცხეთ უდიდესი ისტორიის გუნდი და ამით ძალიან ბედნიერები ვართ. რა თქმა უნდა, იბერია 1999 რეინჯერსზე უფრო სუსტი გუნდია, მაგრამ უფლება არ გვაქვს, რომ მეტოქე არასაკმარისად დავაფასოთ. ვიცით, რომ მოწინააღმდეგის არდაფასების შედეგად, ცუდი რამ შეიძლება მოხდეს - მსგავსი ისტორიები წარსულში მრავლად გვინახავს. - ხესუს იმაზი.
შეგახსენებთ, რომ იბერია 1999-მა ჩრდილო ირლანდიური ლარნეს დამარცხებით ევროტურნირის ძირითად ბადეში თამაში გაინაღდა, რაც უკანასკნელად 22 წლის წინ მოხდა, როდესაც დინამო თბილისმა უეფას თასზე ითამაშა.