Belive

ევან გესანმა უნიკალური რეკორდი დაამყარა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

პირველად ისტორიაში, ფეხბურთელმა 1 სეზონში 2 სხვადასხვა კლუბთან ერთად, 2 ევროტურნირის მოგება შეძლო.

აღნიშნული რეკორდი ასტონ ვილას თავდამსხმელს, ევან გესანს ეკუთვნის, რომელიც იანვრიდან იჯარით კრისტალ პალასში თამაშობს.

პირველი ევროტურნირი - გესანმა ასტონ ვილას რიგებში ევროპა ლიგაზე 7 მატჩი ჩაატარა და 2 გოლიც გაიტანა. ბირმინგემელებმა კი ევროტურნირის ფინალში ფრაიბურგი დაამარცხეს და ჩემპიონები გახდნენ.

მეორე ევროტურნირი - 24 წლის კოტ-დ'ივუარელმა სეზონის მეორე ნახევარი კრისტალ პალასში გაატარა და გუშინ, რაიო ვალეკანოსთან, კონფერენს ლიგის მოგებულ ფინალშიც ითამაშა.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის წინ მსგავსი რამ შეუძლებელი იყო, რადგან უეფას ძველი წესებით ფეხბურთელს, რომელსაც ერთ სეზონში რომელიმე ევროტურნირზე უკვე ჰქონდა ნათამაშები, სხვა გუნდში გადასვლისას იმავე სეზონის ევროთასებზე რეგისტრაციის უფლება აღარ ეძლეოდა (Cup-tied წესი). აღნიშნული წესი 2018-2019 წლების სეზონიდან გაუქმდა.