"უმაღლესი დონის ადამიანი და ფეხბურთელი" - ფაბრიციო რომანო ხვიჩა კვარაცხელიაზე
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის ფაზის მე-3 ტურის შეხვედრაში პარი სენ ჟერმენმა ბარსელონას უმასპინძლა და 4:2 დაამარცხა. 59-ე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ მატჩის მიმდინარეობისას დაზიანება მიიღო და მისი შეცვლა გახდა საჭირო, როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი ქართველი ფეხბურთელის ტრავმა საკმაოდ მძიმეა, პსჟ-ს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ კვარამ მარჯვენა მუხლის წინა ჯვარედინი იოგები გაიწყვიტა, უახლოეს დღეებში კი მას ოპერაცია ჩაუტარდება.
ქართველი სუპერვასკვლავის ტრავმას ემოციური პოსტით გამოეხმაურა ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი და სპორტული ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო:
ძალიან დამწყვიტა გული კვარაცხელიას ჯვარედინი იოგების ტრავმამ. უმაღლესი დონის ადამიანი და ფეხბურთელი, თავმდაბალი პიროვნება. ოქროს ბურთის კანდიდატი, რომელიც, მსოფლიო ჩემპიონატის ფაქტორი რომ არა, სავარაუდოდ, ამ ჯილდოს გარანტირებული მფლობელიც იქნებოდა.
ნაპოლიში გამოჩენის პირველივე დღიდან ის ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი ფეხბურთელია. თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთი იმ მცირეთაგანია, ვისი ბურთით შესრულებული ბრწყინვალე მოძრაობები (ცეკვები) გაიძულებს, აღტაცებისგან ადგილიდან წამოხტე. მაღალი კლასი, სიმტკიცე და აგრესიულობა - ის მოედანზე ისე დარბის, როგორც მცველი, შეტევაში კი ისე მოქმედებს, როგორც ოქროს ბურთის ნამდვილი პრეტენდენტი.
მთელი საქართველოს, მთელი ქვეყნის სიამაყე. მალე გამოჯანმრთელებას გისურვებ! - ფაბრიციო რომანო - ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი, სპორტული ჟურნალისტი
ფაბრიციო რომანოს პოსტი სოციალურ ქსელში