Belive

ხვიჩა კვარაცხელია ოპერაციის ჩასატარებლად კატარში გაემგზავრება

19 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა მუხლის მძიმე დაზიანება მიიღო, რის გამოც, წინასწარი პროგნოზით, 2026/27 წლების სეზონში მოედანზე ვეღარ დაბრუნდება. 25 წლის ფეხბურთელმა მუხლის ტრავმა სამშაბათს, ბარსელონასთან ჩემპიონთა ლიგის დაძაბულ დაპირისპირებაში მიიღო.

მატჩის შემდეგ ჩატარებულმა დეტალურმა სამედიცინო კვლევებმა ხვიჩასთვის ყველაზე მძიმე სცენარი დაადასტურა - მას ხანგრძლივი და რთული რეაბილიტაციის პერიოდი ელის. გამოცემა L'Equipe-ის ცნობით, დაზიანებული იოგის აღსადგენად კვარაცხელიას სასწრაფო ქირურგიული ჩარევა ესაჭიროება.

კვარა მომავალი კვირის დასაწყისში დოჰაში გაემგზავრება, სადაც რთულ ქირურგიულ პროცედურას ჩაიტარებს. ოპერაცია მსოფლიოში აღიარებულ კლინიკა „ასპეტარში“ (Aspetar) ჩატარდება - ეს არის ცნობილი სამედიცინო და ორთოპედიული ცენტრი, რომელიც ელიტური დონის სპორტსმენების მძიმე ტრავმების მკურნალობაზეა სპეციალიზებული.

თუ რაიმე მოულოდნელი სასწაული არ მოხდა, კვარაცხელია 2026/27 წლების სეზონში გუნდს ვეღარ დაეხმარება. წინა ჯვარედინი იოგის გაწყვეტა, როგორც წესი, 6-დან 9 თვემდე პერიოდს მოითხოვს, სანამ ფეხბურთელი უსაფრთხოდ შეძლებს სრულფასოვან სავარჯიშო პროცესსა და მატჩებში დაბრუნებას.

სხვა სტატიები