Belive

ულამაზესი გოლი ჯარიმიდან - ჩაკვეტაძემ სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"უოტფორდმა" ჩემპიონშიპის პირველი ტური "მილუოლისთან" გასვლითი შეხვედრით დაიწყო და მეტოქე 2:3 დაამარცხა. ბრწყინვალე შეხვედრა გამოვიდა გიორგი ჩაკვეტაძისთვის, ქართველი ძირითადი შემადგენლობის წევრი იყო და მაღალი შეფასებაც დაიმსახურა.

მატჩში ანგარიში 22-ე წუთზე გაიხსნა, ედო კაიამბემ მილუოლის კარი პირდაპირ კუთხურიდან აიღო, თუმცა ეს არ იყო ერთადერთი ლამაზი გოლი, რომელიც ამ შეხვედრაში გავიდა. 55-ე წუთზე დანიშნული ჯარიმის შესასრულებლად ბურთთან გიორგი ჩაკვეტაძე მივიდა და უნაკლო დარტყმით, თავის ინგლისურ კარიერაში, პირველი ჯარიმა გაიტანა. ამის შემდეგ მოვლენები დრამატულად წარიმართა, დანკან ვატმორმა 14-წუთიან მონაკვეთში დუბლი შეასრულა და ანგარიში გაათანაბრა, თუმცა 90-ე წუთზე უოტფორდს თამაში მილეტა რაიოვიჩმა მოაგებინა.

ჩაკვეტაძე მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე შეცვალეს, ქართველმა whoscored-გან (7.9 ქულა), ხოლო sofascore-გან (7.7 ქულა) შეფასება დაიმსახურა.

უოტფორდი ჩემპიონშიპის მეორე შეხვედრას "სტოკის" წინააღმდეგ, 17 აგვისტოს ჩაატარებს, მანამდე კი სათასო დაპირისპირება, 13 აგვისტოს ექნება.

სხვა სტატიები