Belive

გიორგი ჩაკვეტაძე betlive ambassador გახდა!

2 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

betlive ქართული სპორტის აქტიურ მხარდაჭერას განაგრძობს, რის შედეგადაც კომპანიის ამბასადორთა რიგებს, მორიგი გამორჩეული ვარსკვლავი შეუერთდა.

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და "უოტფორდის" ვარსკვლავი, გიორგი ჩაკვეტაძე betlive-ის ამბასადორი გახდა. შესაბამისად, betlive-სთან და ბილაივთან კოლაბორაციით, ქართველ მაყურებელს ჩაკვეტაძესთან საინტერესო პროექტებს შევთავაზებთ. გიორგი ჩაკვეტაძისა და betlive-ის კოლაბორაცია SMH sports-თან პარტნიორობით შედგა.

25 წლის შემტევი ნახევარმცველი, "ჯვაროსნების" ღირსებას 2018 წლიდან იცავს და ამ დროის განმავლობაში, ეროვნული ნაკრების ერთ-ერთ გამორჩეულ წევრად ჩამოყალიბდა. ვარსკვლავად, რომელმაც ნაკრების მაისური 31 მატჩში მოირგო და გულშემატკივარს არაერთი გასაოცარი მოგონება უსახსოვრა.

ისევე, როგორც ისტორიულ ევროპის ჩემპიონატზე, UEFA-ს ერთა ლიგაზეც "ჯვაროსნები" ახალი სიმაღლეების დაპყრობას განაგრძობენ და კომპანია betlive, როგორც ქართული სპორტის მხარდამჭერი დასაწყისიდანვე ამ დიდი მოგზაურობის განუყოფელი ნაწილი იყო. betlive-ის გზავნილი მარტივი და მკაფიოა: "გვჯერა ჩვენი ნაკრების, გვჯერა ჩვენი ოცნების ახდენის".

მიღწეული წარმატების ერთ-ერთი მთავარი გმირი კი სწორედ გიორგი ჩაკვეტაძეა, რომელიც ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, "უოტფორდისა" და საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ლიდერად ჩამოყალიბდა. ამ ყველაფერს ის ფენომენალური სტატისტიკაც ამყარებს, რომელსაც ჩაკვე სანაკრებო და საკლუბო დონეზე ამყარებს, თუმცა გვჯერა, მთავარი გამარჯვება წინ არის.

სხვა სტატიები