უკრაინული გუნდი ახალი მწვრთნელის მოლოდინშია | არდა თურანი და შახტარი შეთანხმებასთან ახლოს არიან
ვეტერანმა ფეხბურთელმა, არდა თურანმა, რომელიც ამჟამად თურქეთის სუპერლიგის კლუბს "ეიუპსპორს" წვრთნის შესაძლოა გუნდი დატოვოს და დონეცკის "შახტარი" ჩაიბაროს, ამის შესახებ ინფორმაციას SportsDigitale-ს სპორტული ჟურნალისტი იაგიზ საბუნჩუოღლუ აქვეყნებს.
წყაროს ცნობით უკრაინული გუნდის ოფიციალური პირები ლონდონში არდა თურანს შეხვდნენ და მხარეებს შორის ოფიციალური მოლაპარაკებები განახლდა. მხარეები შეთანხმებასთან ახლოს არიან.
არდა "ეიუპსპორში" 2023 წლიდან მუშაობს, მის გუნდს მიმდინარე სეზონში 50 ქულა აქვს და მე-6 ადგილზე იმყოფება.
"შახტარში" ამჟამად სამი ქართველი ფეხბურთელი ირიცხება, ირაკლი აზაროვი, გიორგი გოჩოლეიშვილი და ლუკა ლაცაბიძე (ბოლო ორი იჯარით "კოპენჰაგენში და "ჩერნომორეცში"). უკრაინულ გუნდს ამჟამად მძიმე პერიოდი უდგას, რადგან 21-ე საუკუნეში პირველად ხდება, რომ მათ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის თეორიული შანსიც კი დაკარგეს.
ÖZEL | Shakhtar Donetsk yetkilileri Arda Turan ile Londra'da bir araya geldi ve taraflar arasındaki resmi görüşmeler yeniden başladı. Taraflar anlaşmaya yakın!
— Yağız Sabuncuoğlu (@yagosabuncuoglu) May 4, 2025