გიორგი გოჩოლეიშვილი ბუნდესლიგაში ითამაშებს
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისა და დონეცკის შახტარის მარჯვენა მცველი, გიორგი გოჩოლეიშვილი გერმანიის ბუნდესლიგაში იასპარეზებს.
Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გოჩოლეიშვილი აგენტთან, ირაკლი ლილუაშვილთან ერთად ჰამბურგში მიემგზავრება. წყაროს მტკიცებით, გოჩოლეიშვილი სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის და პროცედურების წარმატებით დასრულების შემდეგ, ბუნდესლიგაში კვლავ აღზევებულ ჰამბურგს იჯარის წესით შეუერთდება. ჰამბურგს გოჩოლეიშვილის გამოსყიდვის შესაძლებლობაც ექნება.
24 წლის ფლანგის მცველმა გასული სეზონი კოპენჰაგენში გაატარა, სადაც ასევე იჯარის წესით ასპარეზობდა. გოჩოლეიშვილს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 12 მატჩი აქვს ჩატარებული.