Belive

შახტარმა შეკრებაზე გოჩოლეიშვილი და აზაროვი წაიყვანა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დონეცკის შახტარის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა, არდა თურანმა ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი პერიოდი დაიწყო, ამისთვის მან 31 ფეხბურთელი შეარჩია, რომლებიც გუნდის ზაფხულის საწვრთნელ ბანაკში, სლოვენიის ქალაქ ბრდოში მიიღებენ მონაწილეობას.

აღნიშნულ 31-კაციან შემადგენლობაში მოხვდა ირაკლი აზაროვი და კოპენჰაგენიდან დაბრუნებული გიორგი გოჩოლეიშვილიც. შეკრებაზე თურქმა სპეციალისტმა არ წაიყვანა კიდევ ერთი ქართველი ლუკა ლაცაბიძე, რომელიც გასულ სეზონში იჯარით ოდესის ჩერნომორეცში ასპარეზობდა, ჯერჯერობით უცნობია თუ სად გააგრძელებს იგი კარიერას.

შეგახსენებთ, რომ გიორგი გოჩოლეიშვილი გასულ სეზონში იჯარით კოპენჰაგენში ასპარეზობდა, სადაც შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა, გახდა დანიის ჩემპიონი და მოიგო დანიის თასი. ყველა ტურნირის ეგიდით კი 33 შეხვედარში მიიღო მონაწილეობა და გაიტანა 1 გოლი, გააკეთა 4 საგოლე გადაცემა.

ირაკლი აზაროვი შახტართან ერთად უკრაინის თასის მფლობელი გახდა, მან ყველა ტურნირის ეგიდით 15 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 3 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები