Belive

უკრაინის ნაკრების პრობლემები გრძელდება: ანდრეი ლუნინი საქართველოსთან მატჩს გამოტოვებს

4 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ერთა ლიგის B დივიზიონის მესამე ტურში, საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩისთვის, უკრაინას ანდრეი ლუნინიც ვერ დაეხმარება.

ტრავმის მიზეზით უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, სერჰეი რებროვმა გასულ კვირებში რამდენიმე ფეხბურთელის გამოძახება ვერ მოახერხა. ახლა ტრავმიებულთა რიგებს მადრიდის "რეალის" მეკარე, ანდრეი ლუნინი შეემატა - მის ნაცვლად კი გუნდში დონეცკის "შახტარის" კარის დარაჯი დმიტრო რიზნიკი გამოიძახეს.

სხვადასხვა დროს მიღებული ტრავმების გამო, საქართველოსთან გასამართი პრინციპული მატჩისთვის, უკრაინის საფეხბურთო ნაკრები ისეთი მნიშვნელოვანი წევრების გამოყენებას ვერ შეძლებს, როგორიცაა: ოლექსანდრ ზინჩენკო, ვიქტორ ციგანკოვი, ანდრეი იარმოლენკო, ტარას სტეპანენკო და ვიტალი მიკოლენკო.

უკრაინელებმა საწყის ორ ტურში ქულის აღება ვერ შეძლეს და როგორც ჩეხეთის, ასევე ალბანეთის ნაკრებებთან წააგეს. გუნდი სატურნირო ცხრილში მეოთხე პოზიციას იკავებს.

უკრაინის ნაკრებთან მატჩი 11 ოქტომბერს, პოლონეთის ქალაქ პოზნანში გაიმართება და თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები