უნაი ემერი: "ისტრორიულ გამოწვევას თავდაჯერებულები ვხვდებით"
7 თვის წინ
ქართული სპორტი
1 წთ
უეფას ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, "პსჟ-სთან" შეხვედრის წინ, "ასტონ ვილას" მთავარი მწვრთნელი, უნაი ემერი მოახლოებული მატჩის შესახებ საუბრობს.
"მიხარია, რომ დავბრუნდი ამ ქალაქსა და გუნდში, რომელშიც 2 წელიწადი გავატარე. მას მერე აქ არ ვყოფილვარ და მიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, "ასტონ ვილასთან" ერთად ვბრუნდები. შევეცდები, რომ ამ დუელისგან სიამოვნება მივიღო.
"ასტონ ვილას" მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში თავისი ადგილი უკავია და სანამ ამ გუნდში მოვიდოდი, ეს ყველაფერი კარგად ვიცოდი. ეს დღე "ვილას" ყველა ქომაგისთვის განსაკუთრებულია. ჩემთვის და ჩემი ფეხბურთელებისთვის ეს დიდი გამოწვევაა, რომელსაც თავდაჯერებულები ვხვდებით. ვეცდებით, რომ ყველა შანსი გამოვიყენოთ", - ამბობს უნაი ემერი.
ხვიჩა კვარაცხელიას გუნდი "ასტონ ვილას" 9 აპრილს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.