Belive

უკრაინის მწვრთნელი: "პირველი გოლის გატანა მნიშვნელოვანი იყო"

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ეროვნული ნაკრები, ერთა ლიგის მიმდინარე სეზონში პირველად დამარცხდა. ნომინალურმა მასპინძელმა უკრაინამ, პოლონეთის ქალაქ პოზნანში მიხაილო მუდრიკის ერთადერთი გოლით მოგვიგო და ჯგუფში პირველი ქულები მოიპოვა. მატჩის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან უკრაინის მწვრთნელმა, სერგეი რებროვმა ისაუბრა.

ფეხბურთის სათამაშოდ ძალიან რთული გარემო იყო, მაგრამ ეს გასაგებია, აქ დიდხანს წვიმდა და ამან იმოქმედა გაზონის მდგომარეობაზე. მადლობა გუნდს ამ თამაშისთვის, ხასიათის გამოვლენისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, განსაკუთრებით ასეთ მოედანზე. შედეგი კი ისაა, რომ ჩვენ 3 ქულა მოვიპოვეთ.

ბიჭებს მადლობა გადავუხადე. მონდომება ყოველთვის ჰქონდათ, მაგრამ ეს მონდომება მოედანზე უნდა გამოჩნდეს - ასე მოხდა დღეს. მნიშვნელოვანია, რომ ბურთი პირველმა გავიტანეთ. რადგან ამის შემდეგ, კონტრშეტევებზე თამაშის საშუალება მოგვეცა. - განაცხადა სერგეი რებროვმა

მეოთხე ტურის შეხვედრას საქართველოს ნაკრები მიხეილ მესხზე, 14 ოქტომბერს, ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. ჩეხებმა დღეს ალბანეთს მოუგეს და მათაც, ისევე როგორც ჩვენ 6 ქულა აქვთ. ალბანელებსა და უკრაინელებს კი 3-3 ქულა დაუგროვდათ.

სხვა სტატიები