Belive

რებროვი: მძიმე საფარზე ვითამაშეთ და რთული მატჩი გამოვიდა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის ეგიდით ბოლო საშინაო მატჩი გამართა. ვილი სანიოლის გუნდმა უკრაინას უმასპინძლა შეხვედრა ანგარიშით 1:1 დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი უკრაინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გააკეთა.

მძიმე საფარზე ვითამაშეთ და რთული მატჩი გამოვიდა. საქართველოს სასარგებლოდ სახლის ფაქტორი მოქმედებდა და ამის მიუხედავად, მატჩის ბოლოს გამარჯვების მოპოვება შეგვეძლო.

ჩვენთვის, გადამწყვეტი მომენტი იყო მატჩის სტარტი, როდესაც სწრაფი გოლი გავიტანეთ ამის შემდეგ, უკან დავიხიეთ და ჩვენს შანსს ველოდებოდით. საქართველოს ნაკრები გულშემატკივრის უწყვეტ მხარდაჭერას იღებდა და ისინი ძალიან მოტივირებულები იყვნენ.

რა თქმა უნდა მადლობელი ვარ ქართველი გულშემატკივარის. პირველ ტაიმში, ისინი სასიამოვნო სიმღერას მღეროდნენ. ომის დაწყების დღიდან, უკრაინელები ქართველებისგან მხარდაჭერას მუდმივად ვგრძნობთ და ამისთვის დიდი მადლობა. - სერგეი რებროვი

სხვა სტატიები