Belive

"საქართველო და უნგრეთი გაგვანადგურებენ" - უკრაინის გულშემატკივარი

4 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

დღეს, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში ერთა ლიგის 2026/2027 წლების სეზონის წილისყრა გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების მეტოქეები გაირკვა.

საქართველო B ლიგის D ჯგუფში მოხვდა, რომელიც ასე გამოიყურება:

  • უნგრეთი

  • უკრაინა

  • საქართველო

  • ჩრდილოეთ ირლანდია

გთავაზობთ მეტოქე ნაკრების გულშემატკივრების კომენტარებს:

- უნგრეთი

  • არაფერი ზედმეტი, ეს ყველაზე სუსტი ჯგუფია!

  • ჩვენ ჯგუფში პირველები ვიქნებით!

  • ჩვენ A ლიგაში დავბრუნდებით.

- უკრაინა

  • მოდით, გავანადგუროთ ყველა მოწინააღმდეგე!

  • მაქსიმუმ მეორე ადგილს დავიკავებთ, საქართველო და უნგრეთი გაგვანადგურებენ

  • ასეთ მწვრთნელთან ერთად მეორე ადგილი მაინც უნდა დაიკავონ.

- ჩრდილოეთ ირლანდია

  • რთული სათქმელია რომელ პოზიციას დავიკავებთ, ყველა კარგი ნაკრებია

  • ყველას დამარცხება შეიძლება, არაფრის გვეშინია, ამ ჯგუფის მოგება შეგვიძლია! ერთა ლიგა ვიწყებთ!

  • სამწუხაროდ, ძალიან რთული ჯგუფია, უნგრეთი ადვილად დაგვამარცხებს, უკრაინა რთული იქნება, საქართველო კი, ალბათ, სამიდან ყველაზე მარტივი მეტოქეა, მაგრამ, მაინც რთული.

შეგახსენებთ, რომ კალენდარში ცვლილებაა და გასული წლებისგან განსხვავებით უეფამ გადაწყვიტა, რომ სანაკრებო მატჩებისთვის 2 ფანჯარა იქნება გამოყოფილი.

კერძოდ, ფიფას გადაწყვეტილებით 2026 წლიდან სექტემბრისა და ოქტომბრის სანაკრებო შესვენებები გაერთიანდება და ნაკრებები 21 სექტემბრიდან 6 ოქტომბრამდე 4 შეხვედრას გამართავენ.

როგორც მოგეხსენებათ, აქამდე ეროვნული ნაკრებები 2 მატჩს სექტემბერში ატარებდნენ, 2-ს კი ოქტომბერში ახლა კი ეს შეხვედრები აღნიშნული თარიღების პერიოდში გადანაწილდება. უცვლელად დარჩა ნოემბერში ჩასატარებელი 2 მატჩის განრიგი, რომელიც 9-დან 17-მდე გაიმართება.

სხვა სტატიები