Belive

უკრაინას საქართველოსთან მატჩში რეალის მეკარე არ ეყოლება

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უკრაინის ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" მეკარე, ანდრეი ლუნინი, საკუთარ ქვეყანას ნოემბრის ერთა ლიგის მატჩებში, საქართველოსა და ალბანეთის წინააღმდეგ ვერ დაეხმარება. ლუნინი უკრაინელთა შეკრებას ოჯახური მიზეზების გამო დააკლდება. მის ნაცვლად სერგეი რებროვმა დონეცკის „შახტარის“ მეკარე დმიტრო რიზნიკი გამოიძახა. „ოსასუნასთან“ ლა ლიგის შეხვედრის შემდეგ (4:0) ლუნინმა ინსტაგრამზე მადრიდისტებს გამარჯვება მიულოცა და იქვე ახსენა მეუღლეც, რომელსაც, როგორც ჩანს, ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.

მოხარული ვარ გამარჯვებით. ეს შედეგი შენთვისაა. უჩვეულოა, რომ სტადიონზე ვერ გნახე, მაგრამ ჯანმრთელობა ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია. მე შენთან ვარ. - დაწერა ინსტაგრამზე ლუნინმა და საკუთარი მეუღლეც მონიშნა
View this post on Instagram

A post shared by Andrii_Lunin (@lunin_andrey)

აქამდე ცნობილი იყო, რომ საქართველოსთან უკრაინის ნაკრების კიდევ ერთი ლიდერი, ვიქტორ ციგანკოვი არ იქნებოდა. უკრაინელები ბათუმში 16 ნოემბერს ითამაშებენ, ეს ჯგუფის ბოლოსწინა შეხვედრა იქნება. სტუმრები ჩვენი ჯგუფის ბოლო ადგილზე არიან 4 ქულით, საქართველოს და ალბანეთს 6-6 ქულა აქვთ, ჩეხები კი 7 ქულით პირველ ადგილს იკავებენ.

სხვა სტატიები