დე ლა ფუენტე: "საქართველო ძლიერი ნაკრებია და მაგარი ფეხბურთელები ჰყავს"
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.
მომავალი შეხვედრის შესახებ, ესპანეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა - ლუის დე ლა ფუენტემ ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ნაკრებს ბოლო წლებთან შედარებით, ძალიან მომატებული აქვს.
"ნამდვილად არ ველოდებით, რომ მარტივი მატჩი გვექნება - საქართველოს ნაკრებს ბოლო წლების განმავლობაში ძალიან მომატებული აქვს, მათ კვარაცხელია და ძალიან ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ, რომლებიც ტოპ ჩემპიონატებში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან.
ამ ყველაფერს კი ის ემატება, რომ ჩვენ ძირითადის 7 ფეხბურთელი გვაკლია, ამ ყველაფერს კი დღეს დილით დანი ოლმოს ტრავმაც დაემატა.
მოთამაშეებმა ძალიან ინტენსიური ვარჯიშები ჩაატარეს - ისინი ძალიან ორიენტირებულები არიან იმისათვის, რომ მოედანზე მოსაგებად გავიდნენ.მომწონს კონკრეტული მოთამაშეების ყოლა, მაგრამ ასევე კარგია, რომ ყველა პოზიციაზე მრავალფეროვნება გვქონდეს, ეს საშუალებას გვაძლევს, საჭიროების შემთხვევაში, თამაშში ცვლილებები შევიტანოთ“. - ლუის დე ლა ფუენტე
საქართველოს ნაკრები ოქტომბერში მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ შეხვედრას გამართავს. 11 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდი ესპანეთს დაუპირისპირდება, ხოლო 14 ოქტომბერს თურქეთს ესტუმრება.