Belive

ოფიციალურად: გიორგი ქვილითაია კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

საქართველოს ნაკრების ცენტრალური ფორვარდი, გიორგი ქვილითაია კარიერას გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში გააგრძელებს.

ქართველი ფეხბურთელი ჩრდილოეთგერმანულ კლუბს, ჰოლშტაინ კილს შეუერთდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა.

32 წლის ფეხბურთელი, რომელსაც საქართველოს ნაკრებში 44 მატჩი აქვს ჩატარებული და 7 გოლი გატანილი, გასულ სეზონში ლიგა 1-ის წარმომადგენელ მეცში თამაშობდა და 2 გოლის გატანაც მოახერხა.

"გიორგისთან ერთად ჩვენ ვიღებთ ძალიან გამოცდილ, კლასიკურ მეგოლე ფეხბურთელს. მას საჯარიმო მოედანში მოქმედების შესანიშნავი უნარი აქვს. ფიზიკური სიმტკიცე და კარგი თავდასხმის უნარი. გარდა ამისა, მას მოაქვს ლიდერის თვისებები", - ამბობს გუნდის მმართველი დირექტორი ოლაფ რებე.

"ძალიან ბედნიერი ვარ, რომ მომავალში შევძლებ ჰოლშტაინ კილის მაისურის ჩაცმას. მსურს ჩემი გამოცდილება შევიტანო, ავიღო პასუხისმგებლობა და დავეხმარო გუნდს მიზნებით, ერთგულებითა და ლიდერობით. ავსტრიაში გატარებული დროის წყალობით, აქ დასახლება და კომუნიკაცია არ გამიჭირდება", - ამბობს გიორგი ქვილითაია.

კარიერის განმავლობაში გიორგი ქვილითაიას სასკოს, დინამო თბილისის, გორის დილას, დიორ ეტოს, ვენის რაპიდის, გენტის, ფამაგუსტას ანორთოსისის, ნიქოზიის აპოელის, ლიმასოლის არისისა და მეცის შემადგენლობაში აქვს ნათამაშები.

ჰოლშტაინ კილი გერმანიის ერთ-ერთი ყველაზე ძველი კლუბია, რომელიც 1912 წელს ქვეყნის ჩემპიონი გახდა, ბუნდესლიგიდან კი 2025 წელს დაქვეითდა. გასულ სეზონში კილმა მეორე ბუნდესლიგაში მე-12 პოზიცია დაიკავა.