უიშვიათესი შემთხვევა | მუნდიალის ისტორიაში მეორედ, ხოლო 1958 წლის შემდეგ პირველად...
მსოფლიო ფეხბურთის უდიდეს ფორუმებზე სენსაციები და მოულოდნელი შედეგები არავის უკვირს, თუმცა 15 ივნისის სათამაშო დღე, მსოფლიო ჩემპიონატების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება.
მუნდიალზე გამართული ოთხივე შეხვედრა ფრედ დასრულდა, რაც თანამედროვე ფეხბურთში უიშვიათესი მოვლენაა. ბოლო 68 წლის განმავლობაში მსგავსი პრეცედენტი არ დაფიქსირებულა.
Back to the DRAWING Board 😬
— SBS Sport (@SBSSportau) June 16, 2026
First time ever ALL matches have been drawn on FIFA World Cup™ Matchday. Back in 1958 four games were drawn, but eight matches were played 🤓
🏆 #FIFAWorldCup | June 12 - July 20 | Every Match on SBS 📺 pic.twitter.com/i2qK1eGo0X
ბოლოს მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ დღეს 4 ფრე ზუსტად 1958 წლის მუნდიალზე დაფიქსირდა, რომელსაც შვედეთი მასპინძლობდა, თუმცა, მაშინ სრულიად სხვა სათამაშო სისტემა იყო - იმ დღეს ჯამში 8 შეხვედრა იმართებოდა (ანუ თამაშების ნახევარში გამარჯვებული მაინც გამოვლინდა).
ესპანეთი - კაბო ვერდე 0:0 | დღის მთავარი სენსაცია. ფავორიტმა ესპანეთმა კაბო ვერდეს დაცვის გატეხვა ვერ მოახერხა.
ბელგია - ეგვიპტე 1:1 | ევროპული გრანდის წინააღმდეგ ეგვიპტემ ხასიათი გამოავლინა და უმნიშვნელოვანესი ქულა მოიპოვა.
საუდის არაბეთი - ურუგვაი 1:1 | კიდევ ერთი მატჩი, სადაც ნომინალური აუტსაიდერი სამხრეთამერიკულ გრანდს ბოლომდე ებრძოლა.
ირანი - ახალი ზელანდია 2:2 | დღის ყველაზე უხვგოლიანი და დრამატული მატჩი, სადაც გუნდებმა ქულები გაიყვეს.
ეს დღე ნათელი დასტურია იმისა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე 'აუტსაიდერები' აღარ არსებობენ და ძალთა ბალანსი მაქსიმალურად თანაბრდება.