Belive

უილიამ გალასი: "პალმერს თუ ტიტულების მოგება სურს, ბარსელონაში უნდა წავიდეს..."

4 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ვეტერანმა ფრანგმა მცველმა - უილიამ გალასმა, 22 წლის ინგლისელ ვუნდერკინდზე - კოულ პალმერზე და მის მომავალზე ისაუბრა.

47 წლის ფრანგმა აღნიშნა, რომ პალმერი "ჩელსიში" დიდი ხნის განმავლობაში არ უნდა დარჩეს და თუ ტიტულს ვერ მოიგებს, ლონდონურ გუნდს თავი მალევე უნდა გააღწიოს.

"პალმერი წარმოუდგენელი ფეხბურთელია - იგი რადიკალურად შეიცვალა ჩელსიში გადასვლის შემდეგ და რომ არ მოგატყუოთ, ცოტა ვერ ვხვდები, როგორ შეეგუა გვარდიოლა მისი სიტიდან წასვლას.

თუ იგი "ჩელსისთან" ერთად ტიტულს მალევე ვერ მოიგებს, მე ვურჩევდი რომ წავიდეს გუნდიდან. მთავარი კითხვა ალბათ აქ ჩნდება, თუ სად უნდა წავიდეს?!

ჩემი ვარიანტია "ბარსელონა" - მისთვის შესანიშნავი ნაბიჯი იქნებოდა, რადგან მათ ჰყავთ შესანიშნავი ახალგაზრდა ფეხბურთელები, როგორიცაა ლამინე იამალი და ა.შ" - უილიამ გალასი

შეგახსენებთ, რომ კოულ პალმერი "ჩელსიში" გადასვლის შემდეგ საოცარ სეზონებს ატარებს. წინა სეზონში მან 45 მატჩი ჩაატარა, სადაც 25 გოლის გატანა და 15 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

წლევანდელი სეზონი კი განსაკუთრებულად დაიწყო - 22 წლის ინგლისელი შემტევის ანგარიშზე, 9 ჩატარებულ მატჩში 6 გატანილი გოლი და 5 შესრულებული საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები