ბარსელონას ნახევარდაცვის პრობლემები გრძელდება - დე იონგი მინიმუმ 1 თვეს იუქმებს
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრებისა და ბარსელონას 28 წლის ნახევარმცველი - ფრენკი დე იონგი ტრავმირებულია. როგორც ბარსელონას ოფიციალურ საიტზე ვკითხულობთ, ნახევარმცველს ბარძაყის ბიცეფსი აქვს გაწყვეტილი და მინიმუმ ერთი თვე ვერ ითამაშებს.
🚨 𝗝𝗨𝗦𝗧 𝗜𝗡: Frenkie de Jong is injured. He has a femoral biceps rupture and will be out for at least one month.
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) February 26, 2026
— @diarioas pic.twitter.com/LQYKUWvhBz
ბარსელონას ნახევარმცველები ბოლო პერიოდში ძალიან ხშირად შავდებიან - გუნდს ერთ-ერთი ლიდერი პედრი დაუბრუნდა და მან გუნდთან ერთად 1 თვის შემდეგ პირველი თამაში ჩაატარა. ასევე დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მოედანზე ბრუნდება გავიც, რომელმაც გუნდთან ერთად 2025 წლის აგვისტოს შემდეგ პირველად ივარჯიშა.
დე იონგი მიმდინარე სეზონში უკვე მესამედ დაშავდა, მან აქამდე კუნთის ტრავმისა და პირადი ავადმყოფობის გამო 20 დღე და ჯამში უკვე 3 მატჩი გამოტოვა, თუმცა ეს ყველაზე მძიმე ტრავმაა, რომელიც მან მიმდინარე სეზონში მიიღო.
უკვე ცნობილია, რომ 28 წლის ნიდერლანდელი ნახევარმცველი ვილიარეალთან, ატლეტიკოსთან, ბილბაოსთან, სევილიასთან და რაიო ვალეკანოსთან გასამართ მატჩებს გამოტოვებს.