Belive

უილფრიდ ზაჰა ლიონში იჯარით ითამაშებს

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

კოტ-დ'ივუარელი შემტევი უილფრიდ ზაჰა "ლიონში" 1-წლიანი იჯარით გადავიდა. 31 წლის ფეხბურთელი მომდევნო სეზონის განმავლობაში გიორგი მიქაუტაძის თანაგუნდელი იქნება. ზაჰას მთავარი სათამაშო პოზიცია მარცხენა გარემარბია.

ზაჰა ფრანგულ კლუბში თურქული "გალათასარაიდან" გადავიდა, იქ მან მხოლოდ 1 სეზონი გაატარა, რა დროშიც 43 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 10 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა გააკეთა.

უილფრიდ ზაჰა "კრისტალ პალასის" აღზრდილია, სადაც შემდგომში თავისი კარიერის მანძილზე ყველაზე მეტი 458 მატჩი აქვს ჩატარებული, იქ მან გაიტანა 90 გოლი და გააკეთა 62 ასისტი. ამას გარდა მას უთამაშია "მანჩესტერ იუნაიტედსა" და "კარდიფში".

სხვა სტატიები