Belive

პიერ საჟი: "ძირითადი ფეხბურთელების ჩანაცვლება, ჩვენი იდეის ნაწილი იყო"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში "პსჟ" "ლიონს" მასპინძლობდა და მეტოქე 3:1 დაამარცხა. სტუმართა მხრიდან, ერთადერთი გოლი, სასტარტო შემადგენლობაში მოთამაშე გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა. ლიონის მწვრთნელმა ქართველი 66-ე წუთზე შეცვალა, მინდორზე ლაკაზეტი შემოვიდა, სწორედ ის ითვლება ლიონის ძირითად თავდამსხმელად. მატჩის შემდეგ პიერ საჟმა როტაციის გადაწყვეტილებაზეც ისაუბრა.

რა არ მომეწონა? დღეს ჩვენ გოლები გავუშვით იმის გამო, რომ არ ვიყავით დაცვაში ისეთივე სანდოები, როგორც ყოველთვის. ორი დიდი ტექნიკური შეცდომა დავუშვით. ვნანობ მატჩის დასაწყისს და იმას, რომ არ ვაკეთებდით იმას, რაზეც შეთანხმებული ვიყავით.

პირველი ტაიმის დასრულებამდე ჩვენ პრესინგს მოვუმატეთ და და გოლიც გავიტანეთ, ასეთი თამაშის ფონზე ჩვენ შეგვეძლო პირველივე ტაიმში გაგვეთანაბრებინა. მეორე ტაიმშიც ძალისხმევა დაგვაკლდა, თუმცა ისიც უნდა ვახსენოთ, თუ რა გუნდთან გვიწევდა დაპირისპირება.

ცვლილებები სიახლესთან დაკავშირებული ასპექტებია. ბოლო ორ მატჩში ძირითადის წევრებმა ბევრი ითამაშეს. იდეა იყო ამ პოზიციებზე როტაცია. ვიცოდი, რომ ეს მატჩი ორ ეტაპად უნდა გამართულიყო, ყოველ შემთხვევაში, იმედი მქონდა, რომ ორ ეტაპად ჩატარდებოდა. - განაცხადა პიერ საჟმა

გიორგი მიქაუტაძეს ლიგა 1-ის მიმდინარე სეზონში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი, კიდევ 2 კი ევროპა ლიგაზე გაიტანა და ფორმაში შედის. საფრანგეთის ჩემპიონატის 15 ტურის შემდეგ, ლიონს 25 ქულა აქვს და ცხრილის მე-5 ადგილზე იმყოფება - მიქაუტაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 21 დეკემბერს, საფრანგეთის თასზე ჩაატარებს.

სხვა სტატიები