UFC-ის პრესკონფერენციაზე დოლიძემ საქართველოს მოგება იწინასწარმეტყველა
საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ბოლო ჯგუფური მატჩი მოიგო. "ჯვაროსნებმა" სადებიუტო ტურნირზე პირველი გამარჯვება მოიპოვეს და 1/8-ფინალშიც ითამაშებენ.
აღსანიშნავია, რომ იმ დროს როცა საქართველო-პორტუგალიის მატჩი მიმდინარეობდა, რომან დოლიძეს აშშ-ში პრესკონფერენცია ჰქონდა ჩანიშნული. როგორც დოლიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათთან სპეციალურად ადრე გავიდა, რომ თამაშის ყურება შეძლებოდა.
სპეციალურად მოვედი ადრე, რომ მალე დავამთავროთ და ჩემს გუნდს ვუგულშემატკივრო. საქართველო მოიგებს. - განაცხადა დოლიძემ UFC-ის პრესკონფერენციაზე
გამარჯვების მოპოვების შემდეგ, რომანმა ნაკრებს საკუთარი სოციალური ქსელის საშუალებით მიულოცა.
აქვე იმასაც გეტყვით, რომ 30 ივნისს, თბილისის დროით 04:00 საათიდან რომანს ოქტაგონზე კიდევ ერთხელ ვიხილავთ. ამჟამად დოლიძის მოწინააღმდეგე ენტონი სმითი იქნება.
ევროპის ჩემპიონატის 1/8-ფინალში საქართველოს ნაკრების მეტოქე ესპანეთი იქნება. მატჩი 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე არის ჩანიშნული.
აქვე იმასაც შეგახსენებთ, რომ ჯგუფურ ეტაპზე ესპანეთმა ყველა მატჩი მოიგო, 9 ქულა დააგროვა და პლეი-ოფში პირველი ადგილით გავიდა.