მიკელ არტეტა: "ანჩელოტიმ მითხრა, რომ ბედნიერი იქნება თუ არსენალი ლიგას მოიგებს"
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო მატჩში, მადრიდის "რეალისა" და "არსენალის" დაპირისპირება შედგა.
მადრიდში, "სანტიაგო ბერნაბეუზე" გამართული მატჩი "არსენალის" გამარჯვებით 1:2 დასრულდა. "რემონტადა" არ შედგა - ორი თამაშის ჯამში "არსენალმა" 5:1 გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავიდა, სადაც "პარი სენ-ჟერმენს" დაუპირისპირდება.
მატჩის დასრულების შემდეგ, მიკელ არტეტას პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც მან კარლო ანჩელოტისთან საუბრის დეტალებზე ისაუბრა.
"უბედნიერესი ვარ, რომ კარლო ანჩელოტისა და რეალის დამარცხება შევძელით და ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში გავედით.
ამ ფაქტმა კიდევ უფრო გამახა - მატჩის დასრულების შემდეგ, ანჩელოტი ჩემთან მოვიდა და მითხრა, რომ ძალიან ბედნიერი იქნება, თუ არსენალი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.
ვფიქრობ, ჩვენ მსოფლიოს საუკეთესო კლუბი დავამარცხეთ, შესაბამისად შეგვწევს იმის ძალა, რომ ჩემპიონთა ლიგა მოვიგოთ" - მიკელ არტეტა
ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალური მატჩები 29-30 აპრილს, საპასუხო მატჩები კი შესაბამისად 6-7 მაისს გაიმართება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალს, 31 მაისს მიუნხენი უმასპინძლებს.