Belive

ინგლისის საფეხბურთო ნაკრებმა ისტორიული და რეკორდული შედეგი დააფიქსირა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის საფეხბურთო ნაკრები, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მე-6 ტურში, ლატვიას ესტუმრა და 0:5 გაანადგურა.

გოლების გატანა გორდონმა, ჰარი კეინმა (დუბლი) და ებერეჩი ეზემ შეძლეს, ერთი გოლი კი ლატვიელმა ფეხბურთელმა საკუთარ კარში გაიტანა.

ამ გამართებით, ინგლისის ნაკრებს ჯგუფურ ეტაპზე 18 ქულა (6/6 მოგება) დაუგროვდა და მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ოფიციალურად მოიპოვა. ეს კარის მშრალად შენახვა, ევროპულ ფეხბურთში ისტორიული აღმოჩნდა - კერძოდ, ინგლისის ნაკრები პირველი ევროპული ნაკრები გახდა, რომელამაც მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლა ისე გაინაღდა, რომ საკვალიფიკაციო ეტაპზე გოლი არ გაუშვია (18:0 ბურთების შეფარდება).

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ინგლისი პირველი ევროპული გუნდი გახდა, რომელმაც 2026 წლის FIFA-ს მსოფლიო ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.

ტომას ტუხელმა ინგლისის ნაკრებს გემო გაუგო და აშკარაა, რომ ინგლისელები მატჩიდან-მატჩამდე პროგრესირებენ.

"სამი ლომი" შემდეგ მატჩს 13 ნოემბერს სერბეთის, ხოლო 16 ნოემბერს ალბანეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს.

სხვა სტატიები