Belive

უეფამ რუსეთს სანქციები დაუმატა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპული ფეხბურთის ასოციაციების კავშირმა დღეს რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე გადაწყვეტილება მიიღო:

  • 2022-2023 წლების სეზონში რუსული კლუბები ევროტურნირებზე მონაწილეობას ვერ მიიღებენ.
  • რუსეთის ნაკრები მონაწილეობას ვერ მიიღებს ერთა ლიგის (2022-2023) გათამაშებაში.
  • რუსეთის ქალთა ნაკრები მოკვეთეს ევრო 2022-დან და პორტუგალიით ჩაანაცვლეს.
  • რუსეთის ქალთა ნაკრები ვერ ითამაშებს 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე.
  • 21-წლამდელთა შორის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე რუსეთის ნაკრების ქულები განულდა.
  • რუსეთის სურვილი უმასპინძლოს 2028 ან 2032 წლის ევროპის ჩემპიონატებს დაბლოკილია.
 

სხვა სტატიები