ევროპა ლიგა: მერვედფინალური წყვილები ცნობილია
9 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
23 თებერვალს, უეფას სათაო ოფისში, რომელიც შვეიცარიაში, კერძოდ კი ქალაქ ნიონში მდებარეობს, ევროპა ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა.
ცნობილი გახდა ის 8 წყვილი, რომელიც ერთმანეთს ტურნირის ამ ეტაპზე შეხვდება და მეოთხედფინალის საგზურს გაითამაშებს. წყვილები შემდეგნაირად გამოიყურება:
პრაღის "სპარტა" - "ლივერპული"
მარსელის "ოლიმპიკი" - "ვილიარეალი"
"რომა" - "ბრაიტონი"
ლისაბონის "ბენფიკა" - გლაზგოს "რეინჯერსი"
"ფრაიბურგი" - "ვესტ ჰემი"
ლისაბონის "სპორტინგი" - ბერგამოს "ატალანტა"
"მილანი" - პრაღის "სლავია"
"ყარაბახი" - ლევერკუზენის "ბაიერი"
მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩები 7 მარტს, ხოლო საპასუხო შეხვედრები 14 რიცხვში შედგება.