Belive

უეფა სიმონ კიაერს და დანიის ნაკრების სამედიცინო შტაბს დააჯილდოებს 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
დანიის ნაკრების კაპიტანი, სიმონ კიაერი და სამედიცინო შტაბის წევრები უეფასგან პრეზიდენტის ჯილდოს მიიღებენ. აღნიშნული პრიზი, რომელსაც ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია ყოველწლიურ დაჯილდოებაზე გადასცემს, დანიელებს 2021 წლის ზაფხულში გამართულ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გამოჩენილი გმირული საქციელის გამო გადაეცემათ. ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში, ფინეთის წინააღმდეგ (0:1) დანიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა, კრისტიან ერიქსენმა გონება დაკარგა და გულის შეტევა მიიღო, რაზეც მისმა თანაგუნდელებმა და სამედიცინო პერსონალის წევრებმა დროული რეაგირება მოახდინეს და მილანის "ინტერის" 29 წლის ნახევარმცველს ფაქტობრივად, სიცოცხლე შეუნარჩუნეს. უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა ჯილდოს ახალ მფლობელებს ევრო 2020-ის ნამდვილი გმირები უწოდა. აღნიშნული შემთხვევა 12 ივნისს, ერიქსენის სამშობლოში, დანიაში, კოპენჰაგენში მდებარე "პარკენ არენაზე" მოხდა. ლონდონის "ტოტენჰემის" ყოფილი ფეხბურთელი ამჟამად გამოჯანმრთელების პროცესშია, თუმცა ამ ეტაპზე უცნობია, შეძლებს თუ არა იგი პროფესიონალური კარიერის გაგრძელებას.

სხვა სტატიები