Belive

ევრო 2020-ის შემდეგ, ერიქსენი დანიის ნაკრებში პირველად გამოიძახეს

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
კრისტიან ერიქსენის დრამატულ ისტორიაში შესანიშნავი სიახლეა: ევრო 2020-ზე გულის გაჩერების, გადარჩენის, სპორტიდან დროებით წასვლის, რეაბილიტაციის, შემდეგ "ბრენტფორდში" ჩარიცხვისა და მოედანზე გასვლის შემდეგ, დანიელი ფეხბურთელი ნაკრებში გამოიძახეს. 30 წლის ფლეიმეიქერი, რომელსაც ნაკრებში 109 მატჩი აქვს ჩატარებული, დანიის ნაკრებში კვლავ ითამაშებს და მორიგ, ამჯერად უკვე სანაკრებო გამოწვევას მიიღებს. უკანასკნელად, "ტოტენჰემისა" და "ინტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა, ნაკრების მაისურით 2021 წლის 12 ივნისს, ფინეთის წინააღმდეგ ითამაშა, თუმცა მოულოდნელად, მატჩის მიმდინარეობისას, მას გული გაუჩერდა.
[Downloader.la]-6230721bd0e13

მომდევნო მატჩებს დანიის ნაკრები ნიდერლანდებისა და სერბეთის წინააღმდეგ, 26 და 29 მარტს გამართავს. სავარაუდოდ, ერიქსენის მოედანზე დაბრუნება, სწორედ აღნიშნული ამხანაგური მატჩების დროს შედგება.

სხვა სტატიები