უეინ რუნიმ მანჩესტერის ფეხბურთელები სასტიკად გააკრიტიკა
მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდამ, უეინ რუნიმ, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ამჟამინდელი შემადგენლობა მიწასთან გაასწორა.
ინგლისის ნაკრების ყოფილმა ფორვარდმა პოდკასტ „The United Stand“-ში მოთამაშეები ბოლო მარცხების შემდეგ გააკრიტიკა:
„ეს ფეხბურთელები ეგოისტები არიან. მათ არ აინტერესებთ არც თანაგუნდელები, არც მწვრთნელი, არც პერსონალი და მით უმეტეს - ფანები. მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუნავენ“ - უეინ რუნი
ჩემპიონთა ლიგაზე „კომოსთან“ 4:1 განცდილი მტკივნეული მარცხის შემდეგ, კაპიტანმა ბრუნო ფერნანდეშმა მთავარი მწვრთნელის, მაიკლ ქერიქის ტაქტიკა გააკრიტიკა და განაცხადა, რომ იუნაიტედს „უფრო გაბედულად“ თამაში სჭირდება. კიდევ უფრო ადრე, ცენტრალურმა მცველმა, ლისანდრო მარტინესმა საჯაროდ დააყენა ეჭვქვეშ გუნდის სიძლიერე. რუნი ორივე ფეხბურთელის ქმედებით აღშფოთებულია.
„მარტინესმა რომ ეგ თქვა, მაშინვე ვიფიქრე, საშინელებაა-მეთქი, რადგან ეს გუნდს შიგნიდან დაშლიდა. ახლა უკვე ბრუნოსგანაც ვნახეთ ეს და სხვებისგანაც ვიხილავთ, რადგან ამ ბიჭებს პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ.
თუ რამე ისე არ არის, როგორც თავად უნდათ, ბავშვებივით იქცევიან, ბრაზდებიან და ყველას აბრალებენ სავალალო მდგომარეობას, საკუთარი თავის გარდა“ - უეინ რუნი
სეზონის ცუდი სტარტის შემდეგ, მანჩესტერ იუნაიტედი პრემიერ ლიგის ცხრილში მხოლოდ მე-13 ადგილს იკავებს. იტალიაში წაგების შემდეგ, ბრიტანულ პრესასაც არაფერი დაუკლია 20-გზის ჩემპიონებისთვის.
Wayne Rooney does NOT hold back on the current Manchester United squad 😳 pic.twitter.com/VuSj5aOrhC
— Football on TNT Sports (@footballontnt) October 23, 2026