Belive

უეფამ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია დასაჯა

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას სადისციპლინო კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 56 000 ევროთი დააჯარიმოს. საქმე 14 ოქტომბერს, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩატარებულ ერთა ლიგის შეხვედრას ეხება, სადაც საქართველო ალბანეთს მასპინძლობდა. უეფამ ამ შეხვედრაში 3 დისციპლინარული გადაცდომა დაადგინა და ფედერაციას თითოეული მათგანისთვის ჯარიმის გადახდა მოუწევს.

1) 14 000 ევრო - საზოგადოებრივი გასასვლელების გადაკეტვა (ბლოკირება)

2) 12 000 ევრო - მაყურებელთა მხრიდან ლაზერული მოწყობილობების გამოყენება

3) 30 000 ევრო - ტრიბუნებზე, ფანების მხრიდან პიროტქნიკის გამოყენება - ამ შემთხვევაში უეფამ პირობითი სასჯელიც დაგვაკისრა, რაც მომავალი საშინაო შეხვედრის ნაწილობრივ დახურულ არენაზე ჩატარებას ითვალისწინებს (დაახლოებით 2000 ადგილი ცარიელი უნდა იყოს) - გამოსაცდელი ვადა 2 წელია.


14 ოქტომბრის მატჩში საქართველოს ნაკრები ალბანეთთან 0:1 დამარცხდა და ამ მომენტისთვის, ჯგუფში 6 ქულით მეორე პოზიციას იკავებს, 6 ქულა აქვს ალბანეთსაც, პირველზე 7 ქულით ჩეხეთია, ხოლო ბოლო ადგილზე უკრაინა იმყოფება (4 ქულა). მომდევნო მატჩში საქართველოს ნაკრები ბათუმში უკრაინას მიიღებს, ერთა ლიგის ბოლო შეხვდრა კი 19 ნოემბერს, სტუმრად ჩეხეთში გვექნება.

სხვა სტატიები