Belive

მედლების ნაკლებობის გამო, უეფამ ტოტენჰემს ბოდიში მოუხადა

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპა ლიგის ფინალური მატჩის დასრულების შემდეგ, რომელშიც ტოტენჰემმა მანჩესტერ იუნაიტედი დაამარცხა, ლონდონური გუნდის 3 ფეხბურთელს - სონს, რომეროსა და ბენტანკურს, ოქროს მედლების ნაკლებობის გამო, ჯილდო არ შეხვდათ, რის გამოც უეფამ ,,დეზებს'' ბოდიში მოუხადა:

,,ჩვენდა სამწუხაროდ, დაჯილდოების ცერემონიალზე ფეხბურთელთა მოულოდნელი რაოდენობის გამო, ოქროს მედლები დაგვაკლდა.

ფეხბურთელებს გასახდელში მედლები დაუყოვნებლივ გადაეცათ. ბოდიშს ვიხდით დაუდევრობისთვის.'' - წერია უეფას განცხადებაში

ევროპა ლიგის ფინალში ტოტენჰემმა მანჩესტერ იუნაიტედს 1:0 მოუგო და 1984 წლის შემდეგ ევროპული ტიტული პირველად მოიპოვა.

სხვა სტატიები