სად არის იამალი მაშინ, როცა საქართველოსთან შეხვედრას ტოვებს?
ესპანეთის ეროვნულ ნაკრებს, ოქტომბრის თამაშებზე (საქართველოსთან და ბულგარეთთან) ლამინე იამალი ვერ დაეხმარება. 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ ორ შეხვედრაში, იამალმა დიდი როლი ითამაშა ესპანეთის გამარჯვებებში (ორ თამაშში გატანილი ცხრა გოლიდან სამი საგოლე გადაცემა გააკეთა).
თურქეთის განადგურების შემდეგ (0:6), ბარსელონას მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, ესპანეთის ეროვნული ნაკრები მკაცრად გააკრიტიკა, გერმანელის თქმით, დე ლა ფუენტემ იამალი ტრავმით ათამაშა, რამაც ახალგაზრდა ფეხბურთელის ფიზიკური მდგომარეობა დაამძიმა. იამალმა ბარსას რიგებში ზედიზედ ოთხი თამაში გამოტოვა და 28 სექტემბერს დაბრუნდა, თუმცა ჩემპიონთა ლიგაზე, პსჟ-სთან მატჩში ტრავმა გაუმწვავდა და ახლა ნაკრებსაც გამოაკლდა. ვარაუდობენ, რომ ესპანელი ტალანტი 3 კვირას გამოტოვებს.
მაშინ, როცა იამალი საქართველოსთან თამაშს ტოვებს, ირკვევა, რომ შეყვარებულთან, 25 წლის არგენტინელ მომღერალთან, ნიკი ნიკოლთან ერთად ვერტმფრენით ხორვატიის კუნძულებზე მოგზაურობს. იამალმა ვიდეო რამდენიმე საათის წინ, საკუთარ ინსტაგრამზე განათავსა.