Belive

უეფამ რუსეთის 17-წლამდე ნაკრებები საერთაშორისო ტურნირებზე დაუშვა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას გადაწყვეტილებით, რუსეთის 17-წლამდე ნაკრებებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნებათ.

ორგანიზაციის განცხადებით, მათ საშინაო მატჩები ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა გამართონ და რუსეთის ჰიმნის, დროშის, გერბისა და სხვა სახელმწიფო სიმბოლოების გარეშე უნდა ითამაშონ.

,,ჩვენს შეჯიბრებებში ბავშვებისთვის მონაწილეობის აკრძალვით არა მხოლოდ ვერ ვუჭერთ მხარს მათი გლობალური განვითარების ფუნდამენტურ უფლებას, არამედ ეს მათ მიმართ პირდაპირი დისკრიმინაციაა. მათ შესაძლებლობას ვაძლევთ, ეთამაშონ და კონკურენცია გაუწიონ თავიანთ თანატოლებს ევროპის მასშტაბით.

 

უეფას ესმის, რომ ბავშვები არ უნდა დაისაჯონ იმ ქმედებებისთვის, რომლებზეც პასუხიმგებელნი მხოლოდ უფროსები არიან. განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ომის გამო, ახალგაზრდა თაობა საერთაშორისო დონეზე თამაშს მოკლებულია.'' - განაცხადა უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა.

ჩეფერინმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ მანამ, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება, რუსეთის ეროვნულ ნაკრებებსა და რუსულ კლუბებს უეფას მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობა ეკრძალებათ.

სხვა სტატიები