ატლეტიკო, მანჩესტერი და ბაიერნი - გრანდები სუპერ ლიგაში თამაშზე უარს აცხადებენ
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მსოფლიო ფეხბურთის გრანდები, მადრიდის "ატლეტიკო", "მანჩესტერ იუნაიტედი", მიუნხენის "ბაიერნი" და "სევილია" სუპერ ლიგაში თამაშზე უარს აცხადებენ.
"ევროპულ საფეხბურთო ოჯახს არ სურს ევროპის სუპერლიგა.
სუპერლიგა არ უნდათ გერმანიას, საფრანგეთს, ინგლისს, იტალიას, ესპანეთს ("რეალისა" და "ბარსელონას" გარდა) და ა.შ.
ჩვენ მომხრე ვართ, დავიცვათ ევროპული საფეხბურთო ოჯახი, დავიცვათ შიდა ლიგები და დავრწმუნდეთ, რომ ევროპულ შეჯიბრებებზე კვალიფიკაცია მიღწეული იქნება ყოველ სეზონში მოედანზე ნაჩვენები შედეგებით" - წერს "ატლეტიკოს" ოფიციალური გვერდი.
იგივე პოზიციას იზიარებენ ზემოთხსენებული სხვა გუნდები და სავარაუდოდ, მათი სია კიდევ უფრო გაიზრდება.