Belive

უეფამ გადაწყვეტილება რუსეთის 17-წლამდე ნაკრებების საერთაშორისო ტურნირებზე დაშვების შესახებ გააუქმა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფას ახალი გადაწყვეტილებით, რუსეთის ახალგაზრდულ ნაკრებებს (17-წლამდელთა), საერთაშორისო ტურნირებზე თამაშის უფლება კვლავ არ ექნებათ.

,,რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება შეიცვალა, რადგან ვერ მოიძებნა ტექნიკური გადაწყვეტა, რომელიც რუსულ გუნდებს თამაშის საშუალებას მისცემდა. - წერია უეფას განცხადებაში

26 სექტემბერს უეფამ განაცხადა, რომ რუსეთის 17-წლამდე ნაკრებებს საერთაშორისო ტურნირებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნებოდათ. ორგანიზაცია იუწყებოდა, რომ მათ საშინაო მატჩები ნეიტრალურ ტერიტორიაზე უნდა გაემართათ და რუსეთის ჰიმნის, დროშის, გერბისა და სხვა სახელმწიფო სიმბოლოების გარეშე ეთამაშათ.

უეფას პრეზიდენტმა, ალექსანდრ ჩეფერინმა, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ მანამ, სანამ უკრაინაში ომი გრძელდება, რუსეთის ეროვნულ ნაკრებებსა და რუსულ კლუბებს უეფას მიერ ორგანიზებულ ტურნირებში მონაწილეობა ეკრძალებათ.

სხვა სტატიები