უეფამ ბარსელონას ჩემპიონთა ლიგის პირველი მატჩის სტუმრად ჩატარების უფლება მისცა
უეფამ ბარსელონას თხოვნა დააკმაყოფილა და გუნდს ჩემპიონთა ლიგის პირველი შეხვედრის სტუმრად გამართვის უფლება მისცა. ინფორმაციას Catalunya Radio ავრცელებს. წყაროს ცნობით, ჯერჯერობით გადაწყვეტილება არაოფიციალურია.
შედეგად, ბარსელონას ევროტურნირის მატჩის საკუთარ მოედანზე ჩატარება სექტემბრის ბოლომდე არ მოუწევს, რაც კატალონიელებს კამპ ნოუს ჩემპიონთა ლიგისთვის მოსამზადებლად დამატებით დროს მისცემს. ხუთშაბათს უეფას წარმომადგენლებმა სტადიონი მოინახულეს და რემონტის პროცესი შეაფასეს.
ჩემპიონთა ლიგის დაწყებამდე კამპ ნოუს მშენებლობის დასრულება ფლიკის გუნდისთვის დიდი გამოწვევაა, რადგან უეფა მოითხოვს, რომ ლიგის ფაზის მთელი ეტაპის საშინაო შეხვედრები გუნდებმა ერთ სტადიონზე ჩაატარონ. კლუბებმა ორგანიზაციას საშინაო სტადიონის შესახებ ინფორმაცია 28 აგვისტომდე უნდა მიაწოდონ.
ასევე, ჯერ კიდევ უცნობია, უმასპინძლებს თუ არა ლა ლიგის პირველ საშინაო შეხვედრას კამპ ნოუ - რამდენიმე დღის წინ, ბარსელონას მერის მოადგილემ, ალბერტ ბატლემ, განაცხადა, რომ ბარსელონას მონჟუიკზე კიდევ რამდენიმე თვის გატარება მოუწევს.
🚨🚨🌕| UEFA have approved Barcelona’s request to play their first UCL group-stage match away from home, giving the club extra time to prepare their stadium.
— Managing Barça (@ManagingBarca) August 21, 2025
A final call on whether the home games will be held at Spotify Camp Nou or Montjuïc is still pending.
[@CatalunyaRadio] pic.twitter.com/wwY9skvEI0