ბარსელონამ ატლეტიკოსთან მატჩის მსაჯების წინააღმდეგ უეფაში საჩივარი შეიტანა
1 დღის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონაში მიიჩნევენ, რომ ატლეტიკოსთან, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორმატჩიან დაპირისპირებაში, მსაჯებმა რამდენიმე არასწორი გადაწყვეტილება მიიღეს, რის გამოც კლუბი უეფაში ჩივის:
,,ბარსელონამ უეფაში საჩივარი შეიტანა ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ ეტაპზე, ატლეტიკოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრებში, მსაჯობის ხარისხთან დაკავშირებით.
კლუბი მიიჩნევს, რომ ორმატჩიან დაპირისპირებაში მსაჯმა მიიღო რამდენიმე ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც არ შეესაბამებოდა ფეხბურთის წესებს. ეს გამოწვეული იყო რეგულაციების არასწორი გამოყენებითა და VAR-ის სისტემის მხრიდან სათანადო ჩაურევლობით იმ ინციდენტებში, რომლებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა.
ამ შეცდომების ერთობლიობამ პირდაპირი გავლენა იქონია მატჩების მსვლელობასა და მეოთხედფინალის საბოლოო შედეგზე, რამაც კლუბს მნიშვნელოვანი სპორტული და ფინანსური ზიანი მიაყენა.'' - წერია გუნდის განცხადებაში
ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის ორმატჩიან დაპირისპირებაში მადრიდის ატლეტიკომ ბარსელონა 3:2 დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც არსენალს დაუპირისპირდება.
ℹ️ 𝗙𝗖 𝗕𝗔𝗥𝗖𝗘𝗟𝗢𝗡𝗔 𝗦𝗧𝗔𝗧𝗘𝗠𝗘𝗡𝗧 https://t.co/75uxPVRxUN
— FC Barcelona (@FCBarcelona) April 16, 2026