UEFA: "ყველაფერს თავად აკეთებს! - ზურიკო დავითაშვილის სენსაციური სოლო გოლი"
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოში მიმდინარე უეფას ევროპის 2023 წლის 21-წლამდელთა ჩემპიონატის A ჯგუფის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველო - ნიდერლანდები (1:1), ზურიკო დავითაშვილის მიერ გატანილი ულამაზესი გოლი უეფას ევრო 2024-ის გვერდმა გამოარჩია.
"ამ ყველაფერს თავად აკეთებს! - ზურიკო დავითაშვილის სენსაციური სოლო გოლი", - წერს უეფას ევრო 2024-ის გვერდი და 22 წლის ქართველის შედევრის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის 1/4-ფინალში გასვლა შეძლო, სადაც გერმანიას, ჩეხეთსა და ისრაელს შორის უკეთესი შედეგის დამგროვებელ გუნდს დაუპირისპირდება. რამაზ სვანაძის გუნდი მეოთხედფიონალურ მატჩს 1 ივლისს, "დინამო არენაზე" უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.