ზურიკო დავითაშვილი ოქტომბრის თვის TOP 5 ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდში მოხვდა
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და "სენტ ეტიენის" შემტევი - ზურიკო დავითაშვილი, "Sofascore"-ს ოქტომბრის თვის საუკეთესო გუნდში მოხვდა.
უფრო კონკრეტულად - ცნობილი სპორტული გამოცემა "Sofascore", ყოველთვიურად TOP 5 ჩემპიონატის სიმბოლურ გუნდს აქვეყნებს, სადაც ოქტომბრის თვის საუკეთესო გუნდში ზურიკო დავითაშვილი სხვა ცნობილ ვარსკვლავებთან ერთად მოხვდა.
ზურიკო დავითაშვილს მიმდინარე სეზონში 5 გოლი და 2 საგოლე გადაცემა აქვს, ქართველი შემტევი ბომბარდირთა ცხრილში მე-3 პოზიციას იკავებს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ სულ "სენტ ეტიენს" 8 გოლი აქვს გატანილი.