Belive

ზურიკო დავითაშვილის შეფასება ლანსთან შეხვედრაში

8 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის 28-ე ტური 'სენტ-ეტიენისთვის' ისევ წარუმატებლად დასრულდა. გუნდი სტუმრად "ლანსს" ეთამაშებოდა და მინიმალური სხვაობით 1:0 დამარცხდა. ლანსის მიზანი ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლაა, სენტ-ეტიენს კი მხოლოდ ის დარჩენია, რომ თავი გადაირჩინოს და მეორე ლიგაში არ დაქვეითდეს.

ზურიკო დავითაშვილმა მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და პირველივე წუთზე ჰქონდა მომენტი, როცა შეეძლო მეტოქის მცველის შეცდომით ესარგებლა. სენტ-ეტიენი შეტევაში თითქმის ვერაფერს ახერხებდა, თუმცა პირველ ტაიმში მწვანეების ერთადერთი ნათელი წერტილი ზურიკო იყო, რომელმაც შესვენებამდე რამდენიმე წამით ადრე პენალტის დარტყმის უფლება მოიპოვა, ბურთთან კარდონა მივიდა და ფრანგ ფეხბურთელს მეკარემ აუღო.

მეორე ტაიმში სტუმრების შემტევი პოტენციალი საერთოდ დაიკარგა და მხოლოდ თავის დაცვაზე ფიქრი უწევდათ. მწვრთნელმა დავითაშვილი 68-ე წუთზე შეცვალა, გოლი კი 75-ზე მიიღო და ანგარიში აღარ შეცვლილა. ქართველმა 6.2-დან 6.5-დე შეფასება დაიმსახურა.

სენტ-ეტიენი მომავალი ტურის შეხვედრას "ბრესტის" წინააღმდეგ, საკუთარ კედლებში ჩაატარებს.

სხვა სტატიები