უეფა მატჩის გადადებას დათანხმდა, ლარნემ კი უარი თქვა | იბერია 1999 4 აგვისტოს ითამაშებს
საქართველოს მოქმედი ჩემპიონი, იბერია 1999 უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩს ლარნესთან სტუმრად 4 აგვისტოს გამართავს.
მატჩი დაგეგმილი დროის მიხედვით შედგება და არ გადაიდება. Geo Team-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იბერია 1999-მა, რომელსაც სავიზო პრობლემები შეექმნა და ჩრდილოეთ ირლანდიაში სრული შემადგენლობით ჩასვლა რამდენიმე რეისით და სატრანსპორტო საშუალებით დასჭირდა, უეფასგან მატჩის გადადებასთან დაკავშირებით თანხმობის წერილი მიიღო. ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია იბერია 1999-ს სთავაზობდა, რომ თუ მასპინძელ გუნდს ხარჯებს აუნაზღაურებდა, შეხვედრის 5 აგვისტოს გადატანა მოხერხდებოდა, რაზეც ქართულმა კლუბმა მზაობა გამოთქვა, მაგრამ თავად ლარნემ უარი განაცხადა.
ორრაუნდიანი დაპირისპირების საწყისი მატჩი 4 აგვისტოს უნდა გაიმართოს და თბილისის დროით 23:00 საათზე უნდა დაიწყოს.