Belive

უეფა ჩემპიონთა ლიგის წესებში ცვლილებას მალე დაადასტურებს

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

უეფა ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის დახვეწაზე მუშაობას განაგრძობს. რამდენიმე კვირის წინ გავრცელებული ინფორმაცია წესებში ცვლილების შეტანის შესახებ მალე ოფიციალურად დადასტურდება.

არაერთი წყაროს ცნობით, მომავალ სეზონში ლიგის ფაზის საუკეთესო გუნდებს პლეი-ოფში საშინაო მოედნის უპირატესობა ექნებათ.

გასულ სეზონში ლიგის ფაზის Top 8 გუნდს მერვედფინალურ ეტაპზე საპასუხო მატჩის საკუთარ სტადიონზე თამაში გარანტირებული ჰქონდა, თუმცა აღნიშნული უპირატესობა მეოთხედფინალსა და ნახევარფინალში აღარ მოქმედებდა და ყველაფერს წილისყრა წყვეტდა.

1 თვის წინ ESPN-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, პსჟ-სა და ინტერის ფინალური მატჩის წინ გამართულ სხდომაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალი წლიდან ახალი წესი ამოქმედდება და ლიგის ფაზის საუკეთესო გუნდები მთელი პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრებს შინ გამართავენ.

მაგალითისთვის, ეს წესი წინა სეზონშივე რომ ამოქმედებულიყო, არსენალი (ლიგის ფაზის მესამეადგილოსანი) რეალთან და პსჟ-სთან განმეორებით დაპირისპირებებს ლონდონში გამართავდა და არა პარიზსა და მადრიდში. ასევე, ბარსელონა (ლიგის ფაზის მეორეადგილოსანი) ნახევარფინალის საპასუხო შეხვედრას ინტერთან საკუთარ არენაზე ჩაატარებდა.

სხვა სტატიები