პარი სენ ჟერმენმა ჩემპიონთა ლიგის რეკორდი დაამყარა
2 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ჩემპიონთა ლიგის მე-4 ტურის შეხვედრაში ვილიარეალი პარი სენ ჟერმენს მასპინძლობს.
მე-17 წუთისთვის პარიზელები მეტოქეს უკვე 4-ბურთიანი სხვაობით ამარცხებდნენ.
შედეგად, ლუის ენრიკეს გუნდმა ლიგის ყველა დროის რეკორდი დაამყარა - ევროტურნირის ისტორიაში მატჩის დასაწყისიდან ასეთ მცირე დროში (16 წუთი და 2 წამი) 4 გოლი ჯერ არავის ჰქონდა გატანილი.
წინა რეკორდი რეალს ეკუთვნოდა, რომელმაც მეოთხე გოლი ზაგრების დინამოსთან მე-20 წუთზე გაიტანა (2011 წელს).
16:02 - Le Paris Saint-Germain vient d'établir le record de l'équipe la plus rapide à inscrire quatre buts en Ligue des Champions (16 minutes et 2 secondes).
— OptaJean (@OptaJean) November 3, 2026
Survol. pic.twitter.com/9XDC7SHs7B