ლაპორტა: "ბარსელონა მსოფლიოში საუკეთესოა"
ბარსელონას პრეზიდენტმა, ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ მისი გუნდი, ევროპასა და მსოფლიოში, საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. მან ფეხბურთელების სათამაშო დონე შეაქო. ეს განცხადება ჩემპიონთა ლიგის მატჩამდე, რამდენიმე საათით ადრე გაკეთდა.
ესპანური გამოცემა "Mundo Deportivo"-ს ცნობით, ლაპორტამ ბარსელონაში ბოლოდროინდელ მოვლენებზე ისაუბრა და მიმდინარე სეზონის მიზნები ჩამოაყალიბა. მისი თქმით, კატალონიურ კლუბს ყველა ტიტულისთვის სურს ბრძოლა. ლაპორტამ ასევე გაუსვა ხაზი მოედნის მიღმა, ფეხბურთელებს შორის არსებულ დადებით ატმოსფეროს და დეკოსა და ფლიკის ერთობლივ მუშაობას.
შემიძლია ვთქვა, რომ ბარსელონა ევროპასა და მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთს თამაშობს. სხვა გუნდებიც მაღალ დონეზე თამაშობენ, მაგალითად, ბაიერნი და პარი სენ-ჟერმენი, რომლებიც ასევე ჩემპიონობის კანდიდატები არიან. მოულოდნელობებისგან არავინაა დაზღვეული, ამიტომ, ყურადღებით უნდა ვიყოთ. თუმცა ფეხბურთის ხარისხის თვალსაზრისით, ჩვენ ყველაზე მაღალ დონეზე ვთამაშობთ და გულშემატკივრებსაც სიამოვნებას ვანიჭებთ. ფეხბურთის მოყვარულებსა და ბარსელონას ქომაგებს, ჩვენი თამაშით, სიამოვნების მიღების შესაძლებლობას ვაძლევთ და ისეთ სტილს ვთავაზობთ, რომელიც მათ მოწონთ. - ჟოან ლაპორტა
ბარსელონა მიმდინარე სეზონში მართლაც ბრწყინვალედ გამოიყურება. გუნდმა ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე ჩატარებული ცხრა შეხვედრიდან, ცხრავე მოიგო. დღეს კი კატალონიელები, თურქეთში მორიგ ჩემპიონთალიგურ მატჩს გამართავენ, სადაც სტუმრად, გალათასარაის დაუპირსიპირდებიან.
🚨 Joan LAPORTA 🇪🇸 : « LE BARÇA PRATIQUE LE MEILLEUR FOOTBALL D’EUROPE ET DU MONDE ! 💙❤️🤩
— Actu Foot (@ActuFoot_) October 13, 2026
En plus, nous offrons du spectacle, nous proposons un jeu qui divertit.
Les amateurs de football et les supporters du Barça prennent du plaisir ».
🎙️ @santiovalle pic.twitter.com/SX0smQaPSl