Belive

UEFA Champions League - ხვიჩა კვარაცხელიას გოლი და ასისტი

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს 2022/23 წლების სეზონი ქართული ფეხბურთის ამომავალი ვარსკვლავის – ხვიჩა კვარაცხელიასთვის დიდებულად დაიწყო. “ნაპოლის” მაისურით სადებიუტო ოფიციალურ შეხვედრაში “ვერონას” წინააღმდეგ, კვარაცხელიამ პირველ ტაიმში ანგარიშის გამათანაბრებელი გოლის გატანა მოახერხა, ხოლო მეორე ნახევარში პიოტრ ზიელინსკის საგოლე გადაცემა გაუკეთა და იტალიურ ფეხბურთში ასპარეზობა შესანიშნავი მატჩით დაიწყო. ნეაპოლელთა ქართველი ახალწვეულის ბრწყინვალე პერფორმანსს UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის Twitter-ის ოფიციალური გვერდი გამოეხმაურა. Twitter-ზე განთავსებულ პოსტში აღნიშნულია, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ და ვიქტორ ოსიმენმა გოლებთან ერთად, თავი საგოლე გადაცემებითაც გამოიჩინეს.

სხვა სტატიები