Belive

"უძლიერესი იტალიაში" - ასე გამოეხმაურნენ გულშემატკივრები კვარაცხელიას საუკეთესოდ დასახელებას

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

დაახლოებით ერთი საათის წინ სერია A-მ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა. "კვარამ" მიმდინარე სეზონში  უმაღლეს ლიგაში 33 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარი 12-ჯერ აიღო. ამასთან ერთად კვარაცხელიამ 10 საგოლე გადაცემაც მიითვალა. გარდა ამისა, ქართველი შემტევი არაერთხელ დასახელდა თვის საუკეთესო მოთამაშედ.

იტალიელ გულშემატკივარს თავი ხვიჩამ სადებიუტო სეზონშივე შეაყვარა. ამაზე ის კომენტარებიც კარგად მეტყველბს, რომლებსაც ფანები სოციალურ ქსელში წერენ.

"უძლიერესი იტალიაში"

"რამე ეჭვი არსებობდა?"

"საუკეთესო"

"სრულიად დამსახურებული"

"ყოველგვარი კითხვის გარეშე! უცხოპლანეტელი"

შეგახსენებთ, იმასაც რომ "ნაპოლის" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში არასდროს უასპარეზია და წელს გუნდმა ეს კვარაცხელიასთან ერთად პირველად შეძლო.

სხვა სტატიები