"ეს უნდა კონტროლდებოდეს" - როდრი არაბეთში განხორციელებულ ტრანსფერებზე
კრიშტიანუ რონალდუს საუდის არაბეთის კლუბ "ალ-ნასრში" გადასვლის შემდეგ, ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავებისთვის თითქოს აღმოსავლეთისკენ ახალი გზა გაიხსნა. ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე მსგავსი ასეთი კალიბრის გარიგებები არაბებისგან უკვე აღარავის უკვირდა.
არაბული ფეხბურთის მესვეურებს საკმაოდ დიდი ამბიციები აქვთ. მათ სურთ, რომ საკუთარი ტურნირი ევროპის ტოპ 5 ჩემპიონატის დონეზე აიყვანონ. ამ ყველაფრის განსახორციელებელად კი შეიხები მილიარდებს არ იშურებენ.
რონალდუს შემდეგ არაბულ კლუბებს ისეთი ფეხბურთელები შეუერთდნენ როგორებიც არიან: კალიდუ კულიბალი, ნ'გოლო კანტე, მარსელო ბროზოვიჩი, კარიმ ბენზემა და ა.შ.
ევროპული ფეხბურთის ვარსკვლავების ასეთ გადაწყვეტილებას ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. უმრავლესობას არ მოსწონს, როცა კარიერის პიკში მყოფი მოთამაშეები ფულზე აკეთებენ არჩევანს. ამ თემასთან დაკავშირებით ისაუბრა "მანჩესტერ სიტის" ნახევარმცველმა როდრიმ.
ტალანტების ასეთი გადინება უნდა კონტროლდებოდეს. საქმე უკვე იმ ფეხბურთელებს აღარ ეხება, რომლებიც საკუთარი კარიერის ბოლო წლებში არიან. რამდენიმე ახალგაზრდა ფეხბურთელმა უკვე დატოვა ევროპა. მე ყველას გადაწყვეტილებას პატივს ვცემ, თუმცა ის ხალხი ვინც ამ ყველაფერზე პასუხისმგებელია, სიტუაციას უნდა აკონტროლებდეს. - როდრი
Rodri on Saudi: “It must be controlled in some way this drain of talent”. ⚠️🇸🇦
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 11, 2023
“It’s not just veterans in the twilight of their careers as there are young people now who are leaving. I respect all their decisions, but the people who take action must control this situation”. pic.twitter.com/ojDehKvMHs
შეგახსენებთ, რომ არაბეთის გზას გაუდგა გაბრი ვიეგაც. ესპანელი ახალგაზრდა ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთ ამომავალ ვარსკვლავად ითვლება. მთელი ზაფხული განმავლობაში მისი სახელი რამდენიმე ტოპ კლუბს დაუკავშირეს. 21 წლის ესპანელმა ფეხბურთელმა კარიერა "სელტადან" "ალ აჰლიში" გააგრძელა, რასაც კროოსმა სამარცხვინო უწოდა.