უდინეზემ ჩემპიონატში სექტემბრის შემდეგ პირველად მოიგო | გოგლიჩიძის შეფასება
სერია A-ს მერვე ტურში უდინეზემ ლეჩეს უმასპინძლა და მეტოქე 3:2 დაამარცხა. აღსანიშნავია, რომ იტალიის ჩემპიონატში, უდინეზემ ბოლოს 14 სექტემბერს, პიზას წინააღმდეგ მოიგო, ამის შემდეგ კი 2-ჯერ დამარცხდა და 2-ჯერ ფრედ ითამაშა.
საბა გოგლიჩიძე ზედიზედ მესამე შეხვედრაა, რაც უდინეზეს ძირითად შემადგენლობაშია და მოედანზე 90 წუთს ატარებს.
უდინეზე პირველ ტაიმში კარლსტრომისა და დევისის გოლებით 2:0 იგებდა - ორივე შემთხვევაში საგოლე გადაცემა არტურ ატამ გააკეთა. მე-60 წუთზე სხვაობა ბერიშამ შეამცირა, თუმცა 89-ზე ადამ ბუკსამ უდინეზეს ისევ დაუბრუნა 2-ბურთიანი უპირატესობა. მსაჯის მიერ დამატებულ მეექვსე წუთზე, ლეჩეს ნახევარმცველმა, კონან დრიმ გაიტანა, თუმცა მატჩის გადარჩენა ვეღარ მოესწრებოდა.
საბა გოგლიჩიძემ 5-დან 4 დუელი მოიგო, 27-დან 21 ზუსტი პასი გააკეთა (78 %) და მხოლოდ ერთხელ დაჯარიმდა. SOFASCORE-სა და WHOSCORED-ის მიხედვით, ქართველის შეფასება 6.4-დან 6.7-დეა.
სერია A-ს მე-9 ტურში უდინეზე სტურმად იუვენტუსის წინააღმდეგ ითამაშებს.
#UdineseLecce 3-2
— Udinese Calcio (@Udinese_1896) October 25, 2025
90+6 | Back to winning ways at home! 🏠🤍🖤
#ForzaUdinese #AlèUdin pic.twitter.com/eGLiF7ZW6a